Çàãðóçêà...

პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს ბიძინა ივანიშვილი მასკარადი უნდა დამთავრდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ საზოაგდოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მუდმივად არ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ესა, თუ ის პრემიერ-მინისტრი, თავად პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერი.ამის შესახებ მარგველაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
"მიმაჩნია, რომ რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან, საზოაგდოებისთვის, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ აჩევანზე ვამბობთ და ევროპულ სახელმწიფოს ფორმირებაზე, იქ პრემიერ-მინისტრეი არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, რომლის მიამრთაც არ გაჩნდება კითხვები, რატო წავიდა და პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება გააჩნია ამ გადაწყვეტილების მიღების. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული კულტურა", - განაცხადა მარგველაშვილმა. 
 скачать dle 11.3
></div>
	<div class=346 / 14 ივნისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები