Загрузка...

ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილება მიღებულია იხილეთ ბატონი ბიძინას რჩეული

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, დღის წესრიგში ახალი პრემიერის კანდიდატურა დადგა. ჩვენი წყაროს თქმით, ახალ პრემიერს პირადად ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს და ხვალ, ქუთაისში დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ერთგვარი ფორმალობა იქნება.ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სამ კანდიდატურას განიხილავს _ ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური მინისტრს მაია ცქიტიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.
წყაროს მტკიცებით, ყველაზე დიდი შანსი პრემიერად გახდომისა მამუკა ბახტაძეს აქვს, რომელსაც ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავდა, თუმცა, კვირიკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც გუშინდელი შეთანხმებით აგვისტოში უნდა გაკეთებულიყო, გეგმები არიან.
"გურია ნიუსი" შეეცადა პრემიერობის სამივე კანდიდატს დაკავშირებოდა, მაგრამ არც გახარიამ, არც ბახტაძემ და არც ცქიტიშვილმა ჩვენ სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს.
ჩვენ თვალი გადავავლეთ იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც  პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებიან.
გიორგი გახარია 2017 წლის 13 ნოემბრიდან  დღემდე საქართველოს ვიცე-პრემიერის და  შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 
2016 წლის 27 ნოემბერიდან  2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;  2014 წლის დეკემბერიდან 2016 წლის სექტემბრამდე  ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 
2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე  –  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 
2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე _  Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2006 წლის სექტემბერიდან  2009 წლის მაისამდე _  მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი ; 2004 წლის მაისიდან 2008 წლის ნოემბრამდე _  SFK Group-ის გენერალური დირექტორი.
 გახარიას განათლება და კვალიფიკაცია ასე გამოიყურება2002-2004 წწ. _ მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA); 1994-2000 წწ. _ მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი; 1992-1994 წწ. _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის  ფაკულტეტი.
 ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს და ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.
1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ.
1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.
2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად.
2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში.
2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი.
2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს _ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვისსახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (2010), INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
 
2005-2006 წლებში მუშაობდა სს "საქართველოს რკინიგზაში", პროექტის მენეჯერად; 
2007-2008 წლებში იყო  სასტუმროების ქსელ "რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2010-2012 წლებში _  საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი; 
2013-2017 წლებში სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.
 
2017 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი.скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=1 215 / 13 ივნისი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები