Çàãðóçêà...

სამთავრობო ცვლილებები პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სასჯელის აღსრულების მინისტრი თანამდებობებს ტოვებენ?!

"ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბების" ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტზე მთვარობის ადმინიტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე შეცვლის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის მთავარი პროკურორობის კანდიდატი იქნება."ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება შესაძლოა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთოს. სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 15 საათზე დაიწყება და მას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
ასევე "ტვ პირველის" ინფორმაციით, კვირიკაშვილის შემცვლელად შს მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სახელდებიან.скачать dle 11.3
></div>
	<div class=645 / 12 ივნისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები