Çàãðóçêà...

სასწრაფოდ! ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა პოლიციის უფროსი მანქანით ქვეითს დაეჯახა - გარდაცვლილი 23 წლის ჯარისკაცია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შიდა ქართლში _  პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე  ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
скачать dle 11.3
></div>
	<div class=4 832 / 18 მაისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები