Загрузка...

სამწუხარო ინფორმაცია, მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჯილდო".

პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში "ქორწილი". 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი".скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=1 082 / 13 მაისი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები