Çàãðóçêà...

სასწრაფოდ! სკანდალური ინფორმაცია რუსეთის მორიგი ნაბიჯი ომისკენ სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდი სირიისკენ მიემართება

რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“, რომელიც სამხედრო ტექნიკით არის დატვირთული, სირიის მიმართულებით გაემართა. ამის შესახებ თურქული გამოცემა „დოგანი“ იუწყება.
გემი სირიის პორტ ტარტუსში მიემართება, სადაც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზა აქვს განთავსებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლისას, „ორსკს“ თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური მიაცილებდა. 

ამასთან, გამოცემა Bosphorus Observer გემზე არსებული ტექნიკის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ხომალდით სხვა დანარჩენ ტექნიკასთან ერთად გადააქვთ ჯავშანტრანსპორტიორი „БТР-80“ რადიოელექტრონულ კომპლექს „Пелена-6БК2“-თან ერთად, რადიომართული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან თავდასაცავად, სატვირთო მანქანები, ბენზინმზიდები და ჯავშანმანქანები.
წყარო http://accent.com.geскачать dle 11.3
></div>
	<div class=2 544 / 17 აპრილი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები