Загрузка...

დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", ხსნა ბატონ ბიძინაშია ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?!

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - მმართველი გუნდის ნაწილი საქმეში ჩართვას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს. პარტიული შეკრება, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება. სწორედ ამ შეკრებაზე ელოდებიან ყოფილ პრემიერმინისტრს.
ბიძინა ივანიშვილის შეკრებაზე მისვლა კონფლიქტის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა - გედევან ფოფხაძემ, მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა.
ირაკლი კობახიძემ პრემიერთან სკანდალური მიმოწერის შესახებ, რომელიც შაბათის კურიერში გასაჯაროვდა, პირველი კომენტარი გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკის მიზეზს ტელეკამარებთან არ განმარტავს.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე კი, რომელიც პრემიერმა, სავარაუდოდ, მისი ნათქვამის ცალმხრივად გასაჯაროების გამო გააკრიტიკა, განმარტებებს, გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად, რუსთავი2-გან ითხოვს.
გახდება თუ არა ქართულ ოცნებაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ბიძინა ივანიშვილისთვის კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=2 599 / 17 აპრილი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები