Çàãðóçêà...

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და ექსპრეზიდენტს აზრს მამაზეციერიც ვერ შეაცვლევინებს.გახსოვთ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მისგან დასვენება შესთავაზა და დამშვიდობებისას ისიც კი განაცხადა, - მე არ დავღლილვარ თქვენით, თქვენ დაიღალეთ ჩემითო. ისიც გვახსოვს, მორიგი “ვიდეოჩვენების” დროს რომ თქვა, საქართველოზე კომენტარებს არ ვაკეთებო. მაგრამ ამ პერიოდში, სააკაშვილმა იმაზე მეტად გააძლიერა საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტი, ვიდრე ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს ჰქონდა.
 სააკაშვილის დაბრუნებას “ნაციონალებისთვის” როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედეგები უნდა მოჰყვეს. უკვე ცნობილია “ბექმენეჯერების” ჯგუფი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებს და საჯაროდ არც კი გამოჩნდება. თუმცა სწორედ ისინი ასრულებენ დღესაც საკმაოდ დიდ როლს “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმირებაში. ამ ჯგუფში ზოგიერთი თავის დროზე ოდიოზური, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩრდილში გადასული პერსონაა. ჯგუფი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ აქტიურობს, საკუთარი საქმეებით არის დაკავებული, მაგრამ ისინი ბრძოლისთვის ემზადებიან და სწორედ მათ მხრებზე უნდა გადაიაროს თითქმის ყველაფერმა - “ნაცმოძრაობას” ჩამოშორებული, მაგრამ მისადმი ლოიალურად განწყობილი წევრების “საკუთარ გუნდში” შენარჩუნებიდან დაწყებული, ფინანსური ნაკადების განაწილებით დასრულებული.скачать dle 11.3
></div>
	<div class=6 386 / 17 აპრილი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
loading...
კომენტარები