Çàãðóçêà...

ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთს ხმათა უმრავლესობით უთხრა უარი სირიასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, რუსული რეზოლუცია სირიასთან დაკავშირებით, არ მიიღო. 

კენჭისყრა, რუსეთის ინიციატივით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიმართა მას შემდეგ რაც გასულ ღამეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმები განახორციელეს. რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა თავად რუსეთის ფედერაციამ, ჩინეთმა და ბოლივიამ. 8 ქვეყანა მის წინააღმდეგ გამოვიდა, კიდევ ოთხი ქვეყნის დელეგაციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.
 
 

რუსეთმა შაბათს რეზოლუციის პროექტი გაავრცელა, რომლითაც დაგმო „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე განხორციელებული აგრესია“. რეზოლუციის პროექტი ასევე ითხოვს „ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისაგან დაუყოვნებლივ იქნეს შეწყვეტილი აგრესია სირიასთან დაკავშირებით და ასევე შეჩერდეს ძალის შემდგომი გამოყენება“, რაც რუსეთის აზრით, „გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“ ხდება.скачать dle 11.3
></div>
	<div class=2 458 / 14 აპრილი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები