loading...

ინგლისი, რუსეთი და ამერიკა სრულ მზადყოფნაზეა გადასული, - "ჩვენი სამხედროები იმ ტერიტორიასაც დაბომბავენ, საიდანაც ამერიკელები იერიშს განახორციელებენ"

ბრიტანეთის საჰაერო ძალების თვიტმფრინავები სირიაში ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ავიადარტყმებ კიპრზე არსებული სამხედრო ბაზიდან განახორციელებენ. წყაროზე დაყრდნობით წერს The Times-ი. ასაფრენ ბილიკზე მზადყოფნაშია მოყვანილი ბომბდამშენი Panavia Tornado. საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ოპერაციაში სამეფო ფლოტის ესმინეციც ჩაერთვება.



რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებბ ჟურნალისტებს დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა განუცხადა. მისი თქმით, მზადყოფნა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელი იერიშს უკავშირდება.

გუშინ ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივნმა ჯეიმს მატისმა, რომლის თქმით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე განმარტებით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას.

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში.

რუსეთი სირიის დასაბომბად გაშვებული  რაკეტების ჩამოგდებით იმუქრება. ამის შესახებ  ლიბანში რუსეთის ელჩმა განაცხადა.
„ჩვენი სამხედროები სირიის დასაბომბად გაშვებულ ყველა ჭურვს ჩამოაგდებენ და იმ ტერიტორიასაც დაბომბავენ, საიდანაც ამერიკელები იერიშს განახორციელებენ“, – განაცხადა ალექსანდრე ზასიპკინმა.
скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=2 751 / 12 აპრილი 2018
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები