Загрузка...

ვინ არის პირი, რომელმაც ჟურნალისტი სცემა? თავდასხმა „რუსთავი 2“-ის ოფისზე - ნაცემი არიან ჟურნალისტები

თავდასხმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე- ე.წ. "ქართული მარშის" წევრები შეეცადნენ გიორგი გაბუნიას ფიზიკურად გასწორებოდნენ. არხის წამყვანი ტელევიზიის შენობას იურისტ თამთა მურადაშვილთან ერთად ტოვებდა, რა დროსაც მას ე.წ. ”ქართული მარშის” წევრებმა ჩასაფრება მოუწყვეს, გზა გადაუკეტეს, ავტომობილი ალყაში მოაქციეს და თავისუფლება უკანონო აღუკვეთეს.
"ქართული მარშის" წევრები, ნახევარი საათის განმვალობაში იმ ავტომობილის მინების ჩამსხვრევას ცდილობდნენ, სადაც ჟურნალისტი გიორგი და "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ისხდნენ.

მარშის აქტივისტების ნაწილმა "რუსთავი 2"-ის შენობაში შეჭრაც სცადა და არხის ჟურნალისტს დავით ერაძე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აქტივისტების ერთი ნაწილი P.S.-ის წამყვანისგან გუშინდელი გადაცემის ერთ-ერთი საკადრო ტექსტის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებზეც რომლებიც, მომხდარს აშუქებდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ნაცემია დავით ერაძე, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავდმუყოფოში გადაიყვანა. არხის შენობასთან ე.წ. მარშის წევრებმა აქცია გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" გუშნდელი ეთერის შემდეგ გამართეს, ისინი წამყვანის ერთ-ერთ საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ.
скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=973 / 19 მარტი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები