Çàãðóçêà...

სასწრაფოდ! სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის პირველი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ რადგან, მან ციანიდის საქმეზე თქვა რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თავისუფლების მოპოვება ბერა ივანიშვილის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის და ასევე მოლაშვილის ბრალმდებელი იყო", - ამის შესახებ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძემ განაცხადა. 

ბრალდების მხარეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ეს რომ საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, ამისთვის სურს დახუროს სასამართლო სხდომები. ზემოაღნიშნულიდან და ჩემს ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას, რის გამოც პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო დარბაზს. თქვენ კი, პატივცემულო კოლეგიავ, გისურვებთ განაჩენის მიღების ჟამს, ჭეშმარიტი მსაჯულის - უფალი იესო ქრისტეს თანაგრძნობას, რათა ხელისუფალის თუ ფარისეველთა ზეწოლითა თუ თანამდებობის დაკარგვის შიშის გამო მოსამართლე ბუგიანიშვილის მსგავსად, ანგარებით არ იძალადოთ კანონზე და უკანონო განაჩენი არ გამომიტანოთ", - განაცხადა სასამართლოზე დეკანოზმა. 
скачать dle 11.3
></div>
	<div class=951 / 14 მარტი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები